თინა ხიდაშელი, რომელიც ემოციურობით არ გამოირჩევა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი და მისი მეუღლის დავით უსუფაშვილის სიყვარულის შესახებ წერს.
“მე და ეს ბიჭი, უკვე იმდენი წელია ერთად ვართ აღარც კი მახსოვს როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. პირველი წერტილი კი 24 წლის წინ დღევანდელ დღეს დავსვით.
სინამდვილეში თითქოს ერთად გავიზარდეთ. 18-19 წლის ვიყავი როდესაც გავიცანი და ამასობაში 47 წლის ვარ უკვე.
იმდენი რამ გამოვიარეთ, ალბათ 5-6 ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრეთ.
როცა გავიცანი ყოველ დღე უნივერსიტეტიდან სახლამდე ფეხით მაცილებდა, ხან ტყვიას ისროდნენ, ხან ყაჩაღები და მოროდიორები დაძრწოდნენ ქუჩებში.
მაშინ რომ ჩავკიდეთ ხელი ასე დავდივართ და ძალიან დიდ ხანს ვაპირებ არ გაგიშვა ხელი.
მერე გაზეთებში ვკითხულობდით, მეგობრები გვიყვებოდნენ ჭორებს როგორ დავშორდით, როგორ ვიჩხუბეთ, როგორი შეუგუებლობა გვაქვს ერთმანეთის ხან გვეცინებოდა, ხან ვბრაზდებოდი, ხან ვატარებდი ხან ვერ.
მაგრამ სინამდვილეში ასეთია ჩვენი ცხოვრება როგორც ამ ფოტოებში.

მერე ის ორი პატარა ბიჭი მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, უკვე არც ერთი აღარაა პატარა და საკუთარ ცხოვრებას იწყებენ, დამოუკიდებლობას სწავლობენ და ეგუებიან.
ჩვენ კი თითქოს უკან დავბრუნდით იმ წლებში, როცა მხოლოდ ერთმანეთისთვის ვცხოვრობდით.
დღეს წარმოდგენა არ მაქვს რა და როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე. კი რაღაც იქნებოდა, განახვავებული მაგრამ ალაბთ ნაკლებად საინტერესო, ნაკლებად ბედნიერი.
ხოდა სულ იყავი!”- წერს ხიდაშელი.






