საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:
„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით სააკაშვილმა ვიდეოებიც გამოაქვეყნა და ამტკიცებდა, რომ იგი ახლა ბათუმშია.
გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სახალისო ფოტო დადო ერთ-ერთმა ბრენდმა „აიისამ“, რომელიც პრეზერვატივს აწარმოებს.
„ის აქ არის, ფასი 55555“,- აწერია გავრცელებულ ფოტოს.

ნახეთ: საზოგადოების რეაქციები მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით:






