მომღერალი სოფო ბედია ბლიც ინტერვიუში თავის ხასიათსა და გრძნობებზე საუბრობს. ამბობს, რომ ქარაფშუტული რისკები არ უყვარს.
„ხშირად და ჩემი ინტუიცია მშველის ხოლმე ამაში. ქარაფშუტული რისკები არ მიყვარს, თუ კონკრეტულ საქმეში საკმაოდ დიდი შანსები მაქვს, მაშინ ვრისკავ“
ბოლო დროს ძალიან აკვირვებს ადამიანების უგულობა და ბოროტება, რომელიც რატომღაც, ყველა სფეროშია და ყველგან მძვინვარებს. ეშინია, ბოროტი, გულღრძო და გულცივი ადამიანების. არასდროს იჩერებს ირგვლივ ნეგატიურ ადამიანებს.
მისთვის უპატიებელია ტყუილი და ღალატი…
„ჩემში, ბავშვობიდან, ორივე დიდ აგრესიას იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირად ცხოვრებაში იქნება თუ ისე. ღალატი გწყინს საყვარელი ადამიანისგან და არა ვიღაც უცხოსგან. ვინც მომატყუებს ან მიღალატებს, მასთან ძველი ურთიერთობა და გრძნობა ვეღარ მექნება“
მომღერალი მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და ამას განიცდის.
„ადამიანი ფრთაშესხმული ანგელოზი უნდა იყო, რომ რაიმე არ ინანო. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დამიშვია. ვფიქრობ, სინანული სულ უნდა სდევდეს ადამიანს. თუ სინანულის გრძნობა არ გაგაჩნია, მაშინ ამპარტავანი და ცუდი ადამიანი ხარ. როცა რაღაცას ინანიებ ღმერთსაც ძალიან უყვარხარ“.
ამბობს რომ დღევანდელ საზოგადოებაში სიყვარული აკლია.
„ძალიან გაბოროტებულია ერი და ადამიანებს ერთმანეთი აღარ უყვართ, ისე მარტივად თმობენ და ექიშპებიან ერთმანეთს, რომ ძალიან მიკვირს. არადა არავინ იცის ხვალ რა ელოდება. ადრე უფრო იყო ერთმანეთის პატივისცემა, თავშეკავება, ახლა ძალიან ცუდი რეალობის წინაშე ვდგავართ, დიდი ბოროტება სუფევს. ადამიანებმა ერთმანეთში კარგი უნდა ეძებონ და დაინახონ და არა – ცუდი“,- ამბობს სოფო ჟურნალ „თბილისელებთან“.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
- ღვიძლი ძმა და მეგობარი დაუცხრილეს… „კეთილმსურველები“ კი ტრაგედიით კაიფობენ – ზვიადაურის მეგობარი
- ზვიადის მკვლელს ზურას მოკვლაც უნდოდა, გაუჩერებლად ისროდა – რას ამბობს ადგილობრივი წინანდალში მომხადრ სისხლიან გარჩევაზე
- თავზარდაცემული დაბრუნდა ლაშა ონკოლოგიური კლინიკიდან – დღემდე უცნობი ამბავი ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელსაც დედა ჰყვება
- ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“
- საფრანგეთში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – ტრაგედია კიდევ ერთ ქართულ ოჯახში
- „ეს რა მივქარე, რომ არ ავიცერი!“ – რას წერდა გარდაცვალებამდე ექიმი, რომელიც კორონავირუსს მთელი თვე ებრძოდა






