ცოტა ხნის წინ, Keeping Up with Kardashians-ის ახალი პრომო გამოქვეყნდა, რომლის მთავარი სკანდალის გმირებიც ამჟამად კაილი და ქენდალ ჯენერები არიან.
კადრებში ჩანს, რომ გოგონები ერთმანეთთან საშინლად ჩხუბობენ. ამის მიზეზი კი, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ტანსაცმელია.
ქენდალს უნდოდა ერთ-ერთ წვეულებაზე კორტნი კარდაშიანის კაბა ჩაეცვა, მაგრამ როდესაც იგივე სურვილი კაილიმ გამოთქვა, კორტნიმ კაბა მას ათხოვა.








