Monday, April 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

რა ელის მეგრელების ხაზს “ჩემი ცოლის დაქალებში” – “მთელი სამეგრელო ფეხზე დგას”

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
February 1, 2021
in სიახლეები
0
რა ელის მეგრელების ხაზს “ჩემი ცოლის დაქალებში” – “მთელი სამეგრელო ფეხზე დგას”
174
SHARES
969
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

“ჩემი ცოლის დაქალების” შემოქმედებითი ჯგუფი მობილიზებას იწყებს. ტექნიკურმა რეჟისორმა მსახიობებს ჩამოურეკა, თებერვალში გადაღებას ვიწყებთ და სერიალში სათამაშოდ ხომ ისევ მზადყოფნაში ხართო.

მსახიობები ძალიან ბედნიერები არიან. პაუზის გაწელვამ საქმე მოანატრათ. სერიალის გარეშე, ყველა მათგანს ძალიან უჭირს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

“ძალიან მომენატრა ყველა, ოჯახის წევრებივით არიან. იმხელა პაუზა გამოვიდა, რომ უკვე ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ გადაღებას. ძალიან მომენატრა მუშაობა. ჩვენ უკვე უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებთ” – გვეუბნება ნინო გაჩეჩილაძე, იგივე კატო კირვალიძე.

“მომენატრა საქმე, დათო გოცირიძემ ცხოვრების ამხელა ნაწილი წაიღო. ახლა წვერს ვატარებ და თუ მალე დავიწყებთ გადაღებებს, მომიწევს წვერთან გამომშვიდობება. ეს წვერი მაგ კაცის სტილი არ არის” – ამბობს ლევან ყოჩიაშვილი.

 

May be an image of 2 ადამიანი

ლამარას როლის შემსრულებელმა, ზუგდიდის თეატრის მსახიობმა, მარინა დარასელიამ, კოვიდ-19 ოქტომბერში დაამარცხა და ახლა, როგორც ამბობს, უშიშრად ემზადება საყვარელ სერიალში სათამაშოდ. ზუგიდიდის თეატრის მსახიობს, რომელმაც რამდენიმე ათეული წელი გაატარა ამ პროფესიაში, ასეთი გაყინული პერიოდი არ ახსოვს. და მასაც ერთი სული აქვს, როდის დაკავდება საყვარელი საქმით.

მარინა დარასელია: – დამირეკეს, თებერვალში ვიწყებთო. მეც ველოდები, ჩემს როლზე როდის დამიძახებენ. სერიალს და მით უმეტეს, “ჩცდ”-ს მეგრელების ხაზს სამეგრელოში იმხელა რეიტინგი აქვს, რომ არ არსებობს, ქეთი დევდარიანმა ჩვენზე არ დაწეროს. მთელი ზუგდიდი და სამეგრელო ფეხზე დგას, როდის დაიწყება ახალი სერიები. მოკლედ, ასე ველოდებით, რა სცენარი დაიწერება.

მომენატრა საქმე. კორონავირუსზე რომ ვიმკურნალე და კლინიკიდან გამოვედი, ერთი თვის შემდეგ, თეატრში სპექტაკლი “უხერხემლო” დავდგით, უმაყურებლოდ ვითამაშეთ და ვიდეო გადავიღეთ.

ასეთი გაჩერებული პერიოდი არასდროს მახსენდება. სულ რეპეტიციებში ვიყავი. საქმე, გადაღება… შარშან,  19 თებერვალს რომ ვითამაშე სპექტაკლი, მალე ერთი წელი გახდება, რაც სცენაზე არ მითამაშია. ეს მსახიობისთვის ისეთივე საშიანელებაა, როგორც, ვთქვათ, ინგლისურის მასწავლებელს გაკვეთილები რომ შეუჩერდეს, ექიმს – თავისი საქმიანობა. ერთი წელი უსაქმოდ ყოფნა ცოტაა?

მსახიობი მარინა დარასელია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

პირბადით კი დავდივარ, მაგრამ დასნებოვნების შიში აღარ მაქვს. 3 ოქტომბერს დამიდასტურდა კოვიდი, თუმცა კოვიდნარჩენები მაინც მაქვს. დამარტყა მეხსიერებაზე. ზოგჯერ გათიშულობა მაქვს, მავიწყდება სათქმელი. რევმატული ვიყავი და მკლავი და ბეჭები მტკივა. კუჭნაწლავმა შემაწუხა, ყურის ანთებაც მქონდა…

სპექტაკლი რომ გადავიღეთ, სიტყვა დამავიწყდა უცებ და იმპროვიზაციით სხვა სიტყვა ჩავსვი.

მოკლედ, ასე, ლამარა თქვენთან შესახვედრად მზადყოფნაშია.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved