ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თითქმის ერთი თვეა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. “ენმ”-ს სიით ის კენჭს ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე იყრის.
ნანუკა უკვე თბილისიდან წყალტუბოში გადასახლდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს. ის ხვდება ყველა ადამიანს, მისი პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად.
ცოტა ხნის წინ, ტელეწამყვანმა ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას ამომრჩეველთან შეხვედრებისას ფეხსაცმელიც კი დაეხა.
ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეწამყვანი დღეში 10 კილომეტრს ფეხით გადის და მოსახლეობის პრობლემებს ისმენს.
რაც შეეხება მის გადაცემას, ის თბილისში კვირაში ერთხელ სწორედ გადაცემისთვის ჩამოდის და შემდეგ ისევ წყალტუბოში ბრუნდება.
დილა მშვიდობისა 😀დაუმეგობრდით ნანუკას ინსტაგრამზე👉 https://www.instagram.com/nanukashow/
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2020







