სელმა ჰაიეკის ქმარს, ფრანსუა ანრი პინოს საფრანგეთის პროკურატურა გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება, კერძოდ საუბარია 2.5 მილიარდ ევროზე.
მილიარდერის კომპანიის წარმომადგენელი ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ბრალს არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, სელმა ჰაიეკის ქმარი ისეთ პრესტიჟულ კომპანიებს ფლობს, როგორებიცაა: Yves Saint Laurent, Brioni, Gucci, Balenciaga, Boucheron, Alexander McQueen, Brioni, Girard-Perregaux, Tomas Maier, Ulysse Nardin და სხვები.







