ქეთი მელუას რიგით მერვე ალბომი გაყიდვაშია. წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი თავისი გულშემატკივრებისთვის “ფეისბუქზე” სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. აი, რას წერს ქეთი სოციალურ ქსელში.

ქეთი მელუა: – ჩემს სიმღერებთან დაკავშირებით, თქვენი ტკბილი მოსაზრებები, საკუთარ დამოკიდებულებაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის. თუ თქვენ სიმღერების მოსმენისას ტექსტის კითხვაც ჩემსავით გიყვართ, ტექსტების სრული ვერსიების ხილვა ჩემს ვებსაიტზე შეგიძლიათ.







