ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე ლედი გაგას ჩაცმულობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილ ვარსკვლავს „სკიაპარელის“ კაბა ეცვა.
ლედი გაგას კაბას კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, მაგალითად ალა პუგაჩოვას პროდუსერი, რომელმაც სოციალურ ქსელში რუსი ვარსკვლავის და ლედი გაგას ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც მათ ვითომ ერთნაირი კაბები აცვიათ.
„მე და ალა ბოროსოვნა პირველები ვიყავით“, – წერს დიზაინერი სოციალურ ქსელში. მის ამ პოტს მალევე რუსი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ ალა ყველაფერში პირველია.








