ქართველი ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის წყვილის მიმართ, ინტერესი არ ცხრება.
გიორგი მარიტაზე მოულოდნელად დაქორწინდა და წყვილმა კარანტინული ქორწილიც გადაიხადა.
გიორგი გასვიანის ერთ-ერთი მეჯვარე ქორწილში პროდუსერი ნოე სულაბერიძე გახლდათ. თუმცა საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩა ერთი ფაქტი, ქორწილის სტუმრებს შორის არ იმყოფებოდა ნოე სულაბერიძის უმშვენიერესი მეუღლე, ჯანეტ ქერდიყოშვილი.
რა იყო ამის მიზეზი, ეს შეკითხვა ინსტაგრამზე ჯერ მარიტა მელიქიშვილს დაუსვეს, თუმცა მან არ დააკონკრეტა მიზეზი რატომ არ იყო ქორწილში ჯანეტ ქერდიყოშვილი, სამაგიეროდ თქვა, რომ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

სამაგიეროდ კითხვას პასუხი გასცა ნოე სულაბერიძემ.
გამომწერის მიერ დასმულ კითხვას, მან ირონიულად უპასუხა და დაწერა, რომ ჯანეტს გიორგი არ უყვარს.













