რუსთაველის თეატრი 2 აპრილს მაყურებლის წინაშე პრემიერით წარდგება. რობერტ სტურუას “ერთხელ… მხოლოდ…” – ეს არის სპექტაკლი უსიტყვოდ, მოქმედებებით. სპექტაკლში დასის მსახიობთა ნაწილს ვიხილავთ, მათ შორის, მარინა კახიანსაც, რომელიც თვლის, რომ მისთვის ამგვარი ექსპერიმენტი ძალზედ საინტერესოა.
მარინა კახიანი: – ბატონი რობიკო ძალზედ თანამედროვედ მოაზროვნეა და მის მიერ შემოთავაზებულ ექსპერიმენტებს ვიღებ, როგორც მოწაფე და ახალგაზრდა.
პრემიერამდე დროა, კიდევ შეიძლება შეიცვალოს სპექტაკლი. არ ვიცი, როგორ მიიღებს მას მაყურებელი და როგორ მივა მის გონებამდე და გულამდე.
– ნატრულის როლში ისევ გიხილავთ?
– თებერვალში დამირეკეს და პრემიერების გამო უარი ვუთხარი. ჯერჯერობით, არ ვიქნები სერიალში და მერე ვნახოთ.






