ქართველების ყოფილი რძალი, რეზიკო გიგინეიშვილის ყოფილი ცოლი, ნადეჟდა ობოლენცოვა მუდმივად ხვდება რუსული პრესის ყვითელ ქრონიკებში და გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა.
როგორც გაირკვა რეზიკო გიგინეიშვილის ყოფილ ცოლს, რომელსაც ქართველი რეჟისორი სულ ცოტა ხნის წინ, დაშორდა უკვე ახალი სიყვარული ჰყავს.

ამის შესახებ ცნობილი ქსენია სობჩაკის ტელეგრამარხიდან გახდა. მას გამომწერებმა ჰკითხეს, რატომ აღარ მეგობრობდნენ, მისი დაქალები ნადეჟდა ობოლენცოვა და სვეტლანა ბონდარჩუკი, რომლებიც ერთ დროს უახლოესი დაქალები იყვნენ.
გამომწერის კითხვაზე პასუხისას, ქსენიამ თქვა, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ სვეტლანას ცხოვრების წესი შეიცვალა, მისთვის პრიორიტეტი ოჯახი გახდა, ხოლო ნადეჟდა ობოლენცოვამ მესამე ოჯახი დაანგრია და უკვე ახალი სიყვარულიც იპოვა.

სობჩაკმა თქვა, რომ ნადეჟდა ობოლენცოვას ახალი რჩეული ებრაელი მამაკაცია, რომელიც ხან ამერიკაში ცხოვრობს, ხან რუსეთში.
“მას ჰყავს პირადი თვითმფრინავი, რომლითაც კარანტინის დროს, ნადეჟდა ობოლენცოვა რუსეთიდან გაფრენას ხშირად ახერხებდა.







