წლის ყველაზე ოქროსფერი პერიოდის დადგომა ადამიანებში სხვადასხვა განწყობას იწვევს, ზოგნი მოუთმენლად ელოდებიან და ერთი სული აქვთ ტემპერატურა როდის დაიწევს, რათა პლედი და თბილი ჩაი მოიმარჯვონ და საყვარელ წიგნსა თუ ფილმს ჩაუჯდნენ, ზოგიერთნი კი ჯერ კიდევ ზაფხულის დასრულებით გამოწვეული მელანქოლიური მდგომარეობით გამოირჩევიან. ასეა თუ ისე, შემოდგომა ნამდვილად ერთ-ერთი ულამაზესი და ფერადი პერიოდია, მიუხედავად იმისა, რომ ამინდები ნელ-ნელა უარესობისკენ შეიცვლება, მაინც არის შესაძლებელი სხვადასხვა ადგილების დათვალიერება. მართალია, ზღვაზე ან ტბაზე წასვლა ჯერ კიდევ შეიძლება, თუმცა საბანაო პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა. ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება ზღვისპირეთში სტუმრობა, ბინები დღიურად კი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება, სადაც თავს შეაფარებთ.
მოგზაურობის დაგეგმვა მთაშიც შეიძლება, თუმცა ზღვისგან განსხვავებით აქ შედარებით უფრო სიცივე იქნება, რაც ნამდვილად არ იქნება პრობლემა, თუ შესაბამისად მოემზადებით. მართალია შემოდგომა ზღვისპირეთში ნამდვილად ლამაზია, თუმცა მთაში, ან სულაც ბუნებაში ის განსაკუთრებით გასაოცარია. გასათვალისწინებელი დეტალია ის ფაქტი, რომ გვიან შემოდგომაზე თუშეთში ვეღარ ახვალთ, ვინაიდან ოქტომბრის შუა რიცხვებში უკვე საკმაოდ ცივა და გზებიც იკეტება, ამიტომ სექტემბერი საუკეთესო ალტერნატივაა ამ ადგილის სანახავად თუ წელს აუცილებლად გსურდათ გენახათ და აქამდე ვერ შეძელით.
თუ ალკოჰოლი, განსაკუთრებით კი ღვინო და მისი კულტურა გაინტერესებთ, წლის ამ პერიოდში კახეთი ნამდვილად იდეალური ადგილი იქნება თქვენთვის. აქ შეძლებთ მოინახულოთ თავლწარმტაცი ვენახები და ყურძნის დაკრეფვის პროცესი, რომლის დასრულებას აუცილებლად მოსდევს მისი დაწურვა. ამასთან ერთად, კახეთი შედარებით თბილი მხარეა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა აქ ტემპერატურის მოულოდნელი ვარდნა. შეგიძლიათ ესტუმროთ თელავს, დაათვალიეროთ ქალაქი, ისამოვნოთ უამრავი გასართობით, ახლოს კი აუცილებლად ესტუმრეთ ალავერდის ეკლესიას, რომელიც ნამდვილად გადააჭარბებს თქვენს მოლოდინებს.
მართალია, სვანეთი დროის ნებისმიერ მონაკვეთში ყოველთვის საინტერესოა, ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც შემოდგომაა. თუ ჯერ კიდევ არ ხართ აქ ნამყოფი, აუცილებლად ეცადეთ მომავალში თქვენი მოგზაურობა სწორედ მას დაუკავშიროთ. აქ ბინები დღიურად ქირავდება, დასარჩენი ადგილები საკმაოდ მეგობრულია და ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია. თუ სიცივე არ გაშინებთ, სვანეთი იდეალური ადგილია დიდ-ხნიანი გაჩერებისთვისაც, საიდანაც თუ სამსახური საშუალებას გაძლევთ, თამამად შეძლებთ მუშაობას. განსაკუთრებით მომხიბვლელი შემოქმედებითი ადამიანებისთვისაა ეს ადგილი, რადგან აქ ინსპირაციის პოვნა ძალზედ იოლია, ფაქტობრივად მას ვერ გაექცევით, სულ რომ ხელოვანი არც ბრძანდებოდეთ.
ქუთაისი ნამდვილად ერთ-ერთი დიდებული ქალაქია მათ შორის, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. თუ არსებული რუტინისგან თავის დაღწევა გჭირდებათ და გსურთ სიახლეები აღმოაჩინოთ, მაშინ ეს ქალაქი აუცილებლად დაგახვედრებთ თავისი ხასიათისთვის დამახასიათებელ სიამოვნებას. ქუთაისი შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზდება და აქ ყოველთვის იპოვი თავშესაქცევს. შეგიძლიათ უამრავი ისტორიული ძეგლი დაათვალიეროთ, რომელიც სულ ახლოსაა და რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ აღნიშვნას. ასევე, აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და გაისეირნეთ ქალაქში. აქ ნამდვილად არის რაღაც განსაკუთრებული, რაღაც მიმზიდველი, რომელსაც ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა მიაგნოს.
(R)










