წარმატებული ქართველი მოდელი, თათია ახალაია ცნობილი ბრენდის, ,,დოლჩე და გაბანას” ჩვენებაზე გამოვიდა. ახალი კოლექცია ბრენდმა მილანის მოდის კვირეულზე 23 სექტემბერს აჩვენა.
თათია ახალაია ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე პოდიუმზე ხშირად ნახავთ.










