„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
„პრაიმტაიმს“ ამ ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უდასტურებს.
„გიორგი გაბუნია ბოლო ეთერის შემდეგ სამსახურში აღარ მოსულა. მას სამწუხაროდ კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, ამის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს. უსიმპტომო კორონა აქვს“ – განმარტა „პრაიმტაიმთან“ ნიკა გვარამიამ.







