სამეფო ოჯახიდან წასული მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, დიდ დროს უთმობენ მოზარდების და ბაშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყვილმა ახალგაზრდული არხისთვის Teenager Therapy, პოდკასტი ჩაწერა, სადაც მეგან მარკლიმ თავის მაგალითზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სტიგმატიზებული თემაა საზოგადოებაში.

“ეს თემა პირდაპირ მე მეხება, რადგან როგორც გავიგე 2019 წელს მე ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ხშირად ესხმოდნენ თავს ტროლები.
ახლა უკვე 8 თვეა ჩრდილში ვარ, ჯერ დეკრეტში ვიყავი, შემდეგ ბავშვს ვზრდიდი, მნიშვნელობა არ აქვს 25 წლის ხარ თუ 35 წლის, როცა შენზე ხალხი შენზე ტყუილს ამბობს, ის აისახება შენს ჯანმრთელობაზე” – განაცხადა მეგან მარკლიმ.
მეგანმა ასევე ისაუბრა, პრობლემის მოგვარების მისეულ მეთოდზე. როგორც გაირკვა, ასეთ დროს, ის ყველაფერს საკუთარ დღიურში წერს და როცა ხელნაწერს კითხულობს, პრობლემა ისეთი მასშტაბური აღარ არის მისთვის.
რაც შეეხება პრინც ჰარის, ის მედიტაციას მიმართავს.
პოდკასტში მეგან მარკლი მისი ცხოვრების იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც შვილი ახალი გაჩენილი ჰყავდა.

“მარათონის მორბენალი ცხენი მეგონა თავი. შეხვედრებს შორის, ჩემს შვილთან მივრბოდი, ხელს ვადებდი და ვცდილობდი გამეგო როგორ იყო. ასეთ დროს ყველას სჭირდება ვინმემ კითხოს, როგორ არის.
მე ახლა ძალიან კარგად ვარ, ჩემთან ყველაფერი კარგად არის” – განაცხადა მეგან მარკლიმ.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ჩანაწერში პატარა ბიჭუნას, პრინცი არჩის შესახებაც ისაუბრეს. როგორც გაირკვა პატარას ძალიან მოსწონს ჩიტები და ყოველთვის სიამოვნებით აკვირდება მათ. პრინცმა ჩარლზმა სიმღერაც კი ისწავლა, სადაც ხმით ჩიტებს ბაძავს.







