Friday, April 17, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

როგორ უნდა აისრულოთ სურვილები სამყაროს კანონების დახმარებით 

Prime Ambebi by Prime Ambebi
August 5, 2021
in კვირის TOP 5, სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
როგორ უნდა აისრულოთ სურვილები სამყაროს კანონების დახმარებით 
110
SHARES
610
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ახალ რჩევებს უზიარებს საზოგადოებას, თუ როგორ უნდა აისრულონ სურვილები.

ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს როგორც დადებით, ისე უარყოფით ენერგიას, რაც განსაზღვრავს კიდეც მის წარმატება-წარუმატებლობას. იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხშირად უმართლებთ, ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო, თუმცა, ყველა ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ, ის გვიწერს, თუ რა ბედის ვართ. ასევე, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება სიზმრებს, რადგან ხშირად მათი საშუალებით წინასწარ შეგვიძლია, განვჭვრიტოთ მოსალოდნელი მოვლენები. ზოგადად, სიზმარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვაა და მათი გათვალისწინება აუცილებელია.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

სამყაროში არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და ასევე, ფიქრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. ქაოსური და უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრობრივი ფორმა, რომელსაც შეუძლია, სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის.

მიიღეთ მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას და სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას. ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრებით, სიტყვებითა და სიტუაციებით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. არ ეცადოთ საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს.

ასტროლოგიაში არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი. კერძოდ, ყველა ადამიანმა უნდა ჩამოწეროს ფურცელზე საკუთარი სურვილების სია. ამ სურვილების ასრულება მიანდოს ზეციურ ძალებს და დარწმუნებული იყოს, რომ ისინი აუცილებლად აუსრულდება. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ, ჩანთით ან ჯიბით. მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ შეუძლებელი სამყაროში არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით კი თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში.

რაც შეეხება ძილის პროცესს, მას რეინკარნაციასაც უკავშირებენ. ძილის დროს, პრაქტიკულად, ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება, თითქოს ადამიანი ამ სამყაროს სცილდება და სხვა სამყაროში ხვდება. ამ დროს არარეალური სამყაროს სტუმრები ვართ, გამოღვიძებისთანავე კი რეალობას ვეჯახებით, ანუ რეალურ სამყაროში ვბრუნდებით. სიზმარში მოდის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გადახარშვაც ხდება და ამით ჩვენი ქვეცნობიერი იმართება. ცუდი სიზმარი გაღვიძებისთანავე უნდა გაანეიტრალოთ, მაგალითად, მოუყვეთ გამდინარე წყალს, რათა მისი შედეგები უარყოფითად არ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე.

სიზმარს, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ორი ძალა მართავს: დადებითი და უარყოფითი. როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს მას, ანუ ისეთი დადებითი ან უარყოფითი ძალის ზეწოლის ქვეშ იმყოფება რეალურ ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები ახალმთვარეობის დღეებში ესიზმრებათ. ამიტომ, ამ სიზმრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ.

ყველა ადამიანს ცის კაბადონზე საკუთარი ბედის ვარსკვლავი აქვს. ის ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება და იწყებს კაშკაშს. როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს. ყოველი ჩვენგანი სამყაროზე ვართ დამოკიდებული, სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ და, მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ, უფრო დაკვირვებულები უნდა იყოთ, არ ისროლოთ სიტყვები უმიზნოდ და დაუფიქრებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ყველა წვრილმანს, ამით თავად დაიცავთ საკუთარ სიცოცხლეს და თავს შესაძლო საფრთხისგან.

Prime Ambebi

Prime Ambebi

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved