საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთი თვის წინ ბებია გახდა. მის ვაჟს, თეიმურაზ გორჯესტანს 25 ნოემბერს ქალიშვილი შეეძინა.
პატარა გოგონა პარიზში დაიბადა და კორონავირუსის გამო, დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი საფრანგეთში მაშინ ვერ გაემგზავრა.
მის ოჯახში მომხდარ სიახლეზე სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას თავად ამცნო. ცოტა ხნის წინ კი, სოციალურ ქსელში პატარა მარიამის ფოტო გამოაქვეყნა.
“როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, მარიამ” – წერს პრეზიდენტი და ბავშვთან ერთად ნაძვის ხესთან პოზირებს.
როგორც ჩანს, ახალ 2021 წელს სალომე ზურაბიშვილი ვაჟიშვილთან და პირველ შვილიშვილთან ერთად შეხვდება.







