რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის ქონებას წელს კიდევ ერთი იახტა შეემატება. ამის შესახებ ინფორმაციას, “ფორბსი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იახტის სიმაღლე 145 მეტრია, მას აქვს რვა გემბანი, ლიფტები, ჯაკუზი და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი.
იახტა სულ 60 კაციან ეკიპაჟს დაიტევს.
ექსპერტების აზრით მისი ფასი 450 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, იახტა გერმანიაში Lloyd Werft-ში მზადდება.








