2020 წლის არჩევნები კარს მოგვადგა და საკუთარ პოლიტიკურ სიმპატიებს შოუ-ბიზნესის წევრებიც გამოხატავენ. დიზაინერი მაკა ასათიანი, რომელიც პანდემიის დროს შვეიცარიიდან საქართველოში ჩამოვიდა, ინსტაგრამზე საკუთარ პოლიტიკურ სიმპატიებს აქტიურად ასახელებს.
ის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას მხარდამჭერი აღმოჩნდა.
ცნობილი დიზაინერი, ბექა ოდიშარიას შტაბში, დეიდაშვილთან და მის განუყრელ მეგობართან, თეონა თავართქილაძესთან ერთად მივიდა.


ბექა ოდიშარიამ წინასაარჩევნოდ კამპანია #ბექაჩემიმეგობარია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, მას არაერთი ადამიანი უცხადებს მხარდაჭერას და მეგობრობას, მათ რიგებშია მაკა ასათიანიც.
ოდიშარიას შტაბში მისული ასათიანის და თავართქილაძის ვიდეო ინსტაგრამზე გამოქვეყნდა, სადაც ისინი ამბობენ, რომ ბექა მათი მეგობარია.
ბექა ოდიშარია არჩევნებში “ქართული ოცნების” პარტიით იღებს მონაწილეობას.







