ყოველდღიურად სახეზე C ვიტამინის წასმა, ახალგაზრდული იერის და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.
დერმატოლოგები გვირჩევენ, სწორედ ეს ვიტამინი წავისვათ დილით სახეზე კანის გაწმენდის და ტონიკის გამოყენების შემდეგ.

C ვიტამინი დღის საუკეთესო დასაწყისი რომ არის, ადასტურებს დერმატოლოგი რიკარდო რიუსა. ამის შესახებ ის საკუთარ წიგნში “Anti-aging: How to keep skin younger” წერს.
„C ვიტამინი თავის მოვლის აუცილებელი კომპონენტია. ის გახლავთ ანტიოქსიდანტი, რომელსაც ანტიპიგმენტური მოქმედება აქვს და ახდენს კოლაგენის გამომუშავების პროვოცირებას“ – განმარტავს კიდევ ერთი დერმატოლოგი, პალომა კორნეიო.







