მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია თავის ქართველ მეგობრებს და საქართველოს არ ივიწყებს. მისი მეგობრები სამშობლოდან, დემნას ყველა ჩვენების საპატიო სტუმრები არიან.

თაკო ჩხეიძის, ლიკა კვარაცხელიას და სხვა ცნობილი ქართველების გარდა, დემნა გვასალიას მეგობარია, თბილისის პირველი ლედი ანუკი არეშიძე.


დემნას ჩვენებას მისი ქართველი მეგობრები წელს ვერ დაესწრნენ, რადგან ავიამიმოსვლები შეჩერებულია, შესაბამისად პარიზის და მილანის მოდის კვირეულებმა ქართველი სტუმრების აგრეშე ჩაიარა, თუმცა დემნას ქართველი მეგობარი არ დაავიწყდა და ანუკი არეშიძეს მილანიდან ყვავილების ულამაზესი თაიგული გაუგზავნა.
„თქვენ მე დღის განწყობა შემიქმენით“, – დაწერა არეშიძემ სოციალურ ქსელში.







