Sunday, May 10, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“როცა მისი გაწეწილი თმა და თოვლით დაფარული დიდი წამწამები დავინახე გამეცინა” – რას იხსენებენ ჯულიეტა ვაშაყმაძეზე მისი კინოპარტნიორები

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
December 27, 2020
in კვირის TOP 5, სიახლეები
0
“როცა მისი გაწეწილი თმა და თოვლით დაფარული დიდი წამწამები დავინახე გამეცინა” – რას იხსენებენ ჯულიეტა ვაშაყმაძეზე მისი კინოპარტნიორები
252
SHARES
1.4k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

დღეს დილით ქართველი მსახიობი და დიქტორი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა.
ის ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი სახე იყო, თუმცა ბოლო წლებში ტელეეთერში აღარ ჩანდა.
ჯულიეტა ვაშაყმაძემ ქართულ ეკრანზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა, ცნობილია, რომ ის ყველა ტექსტს ზეპირად იმახსოვრებდა და ეთერში სწორედ ასე გადიოდა.


ის გამორჩეული იყო ასევე, საკუთარი გარეგნობით, ქართველი ჯაზ-ვუმენი 80 წლის გიული ჩოხელი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც ქუჩაში მაკიაჟით დადიოდა, თავისი გამორჩეული სტილი ჰქონდა და მას თანატოლი გოგონები ბაძავდნენ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ჯულიეტა ვაშაყმაძე და შალვა გაბუნია

ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმში, დასამახსოვრებელი როლები მან ფილმებში “არაჩვეულებრივი გამოფენა” და “ყვავილი თოვლზე” შექმნა.
“პრაიმამბებთან” ის მისმა კინოპარტნიორებმა იმედო კახიანმა და ლეო ანთაძემ გაიხსენეს.
იმედო კახიანი: ჯულიეტა საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. ორივემ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრეთ, მაგრამ ჯულიეტა როცა მოვიდა მე აღარ ვიყავი იქ.

ურთიერთობაში თბილი ადამიანი იყო. მაშინ ელდარი “არაჩვეულებრივ გამოფენას” იღებდა, სადაც მეც მიღებდნენ ეპიზოდში და გადასაღებ მოედანზე ვხვდებოდით.

კარგ განწყობასთან არის ჩემთვის დაკავშირებული ჯულიეტა და ძალიან საწყენია, რომ ის აღარ არის.

ქართველ მსახიობთა დასი გასტროლებზე

ლეო ანთაძე: ჯულიეტა იყო ნიჭიერი, თავიდან არქიტექტურული დაამთავრა, შემდეგ დაიწყო სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში. რასაც ხელს ჰკიდებდა, ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა.
ჩვენ ერთად დავდიოდით პიონერთა სასახლეში, ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს.
ჩემთვის არაჩვეულებრივი და გამორჩეული პარტნიორი იყო. ფილმში “ყვავილი თოვლზე” გვქონდა ერთი სცენა, სადაც მე ყვავილის მოსაწყვეტად მივდივარ და ამ დროს თოვლი წამოვა მთიდან და ამ თოვლში მოვყვებით. როცა ამოვძვრებოდით თოვლიდან, ორივეს უნდა გაგვეცინა.

კადრი ფილმიდან “ყვავილი თოვლზე”

მართლაც როცა თოვლიდან ამოვედით, თმები გაწეწილი ჰქონდა და გრძელი წამწამები თოვლით დაფარული, ეს რომ დავინახე მართლა გულიანი სიცილი ამიტყდა. ისე გვეცინებოდა ორივეს, ყველას ტაში დავიმსახურეთ.
კარგი სცენა გამოვიდა, მაგრამ ოპერატორმა მეორე დუბლი გადავიღოთო, ამაზე ეჩხუბა რეჟისორი, მაგრამ ოპერატორმა თქვა: განათება არ იყო საკმარისიო, ასე რომ გადავიღეთ მეორე სცენა და ისეთი სიცილი აღარ გამოგვივიდა.
კარგა ხანია ჯულიეტა აღარ მინახავს. ვნანობ, რომ აღარ არის.

ლია მიქაძე და ჯულიეტა ვაშაყმაძე
Tags: ჯულიეტა ვაშაყმაძე
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

October 15, 2021
რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

January 6, 2022
ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

August 16, 2021

არ გამოტოვოთ

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
მთავარი ამბავი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

November 26, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved