ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია. მისი ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრსი ხშირად ექცევა. თავად ნატალია ყიფშიძეც სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნატალია ყიფშიძე მამას დაბადების დღეს ულოცავს და გიორგი ყიფშიძესთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„ძვირფასო მამიკო, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ მომეცი საშუალება, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, შენ მამხნევებდი, რომ უკეთ გავმხდარიყავი, არასდროს განმსჯიდი და ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. ჩვენ ორივე ვხედავდით, როგორ ვიზრდებოდით ერთად და სწორედ ამის გამოა, რომ მეგობრები ვართ. გილოცავ დაბადების დღეს, მამიკო, შენ ნამდვილად საუკეთესო ხარ“ – წერს ნატალია.











