41 წლის რუსი მოდელი ანასტასია ხოზისოვა Ralph Lauren-ს და HBO-ს სასამართლოში იბარებს.
როგორც The New York Times იუწყება, მოდელი კომპანიებს 20 მილიონ დოლარს სთხოვს, რადგან რალფ ლოურენის შესახებ გადაღებულ ფილმში, HBO-მ მისი ფოტო ნებართვის გარეშე გამოიყენა.
მოდელი რალფ ლოურენის მუზა იყო, თუმცა 2014 წელს მოდის სახლი დატოვა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი კომპანიაში არსებული თაღლითური სქემა გახდა.








