რუსთაველის თეატრი სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობი ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ნინუცა მაყაშვილის თქმით, ყოფილი ქმარი, მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო.
რუსთაველის თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ:
„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“
12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.






