პარფიუმერიის ჯადოსნური სამყარო, ცნობილი პიარ-ტექნოლოგის ხატია შამუგიას გარეშე, საქართველოში წარმოუდგენელია. ის წლების მანძილზე იყო, კომპანია “ისი პარის საზოგადოებასთან” ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუმცა 12 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს.
სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების მიზეზებზე ხატიამ გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” ისაუბრა.
– ერთად გავიზარდეთ მე და ეს კომპანია. მართლა ბევრი რაღაც გავაკეთე ამ კომპანიაში. იმდენად ასოცირდებოდა ჩემთან, ბევრს ჩემი ეგონა. როცა მეგონა მშვიდი ცხოვრება წამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ის კომპანია რომლისთვისაც ღამე გაგითენებია გემშვიდობება.
12 წელი ანაზღაურების გამო ვერ იმუშავებ. ძალიან მიყვარდა ეს კომპანია. სამსახურივით არ იყო ჩემთვის. უცებ აღმოჩნდა, ის რისთვისაც ვარსებობდი და ოჯახზე მეტი დრო მოვახმარე, თურმე შეეცვალათ ხედვები.
ჩვენი დამშვიდობების წუთები დადგა. ვერ გავიგე როგორც მითხრეს. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი, მან მითხრა, სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ შენთან ურთიერთობაო. თუმცა არ დავინტერესებულვარ” – განაცხადა ხატია შამუგიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას.
ხატიამ გადაცემაში სტუმრობისას ისიც თქვა, რომ ის ხალხის გამოხმაურებამ წამოაყენა ფეხზე, რომელიც მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.
“მივხვდი 43 წელი ტყუილად არ მიცხოვრია. საერთოდ დამავიწყდა ეს კომპანია. ისეთი კომენტარები და სითბო იყო ადამიანებისგან” – განაცხადა ხატიამ.
ხატია შამუგიამ ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ, ახალი სამსახურის შესახებ დაწერა. ის პრესტიჟული სტომატოლოგიური კლინიკის “კახა ხარებავას კლინიკის” პიარის და საზოგადოების ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღავენელებს.






