ქართველმა ფოტომოდელმა კესარია აბრამიძემ “ფორმულას” შეკითხვებს უპასუხა, სადაც საკუთარ დიდ სიყვარულზე ისაუბრა.
მამაკაცებზე საუბრისას, მან მის პირველ ქმარზე ისაუბრა.
“ჩემი პირველი სიყვარული იყო ჩემი პირველი ქმარი, პირველო კაცებო. პირველი ქმარი ყველაზე მეტად მიყვარდა. 19 წლის ვიყავი და ალბათ სხვა ემოციები გაქვს. რაც უფრო იზრდები, მიჭირს ურთიერთობების აწყობა, შევიცვალე.
ძაან პატიოსანი ქალი ვარ. როგორი კაცი მომეწონება, მაგის სტერეოტიპი არ მაქვს შექმნილი. შინაგანად უნდა იყოს კარგი ტიპი და რაღაცა უნდა ჰქონდეს” – განაცხადა კესარია აბრამიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, საკუთარ თავში რას შეცვლიდა, მან მისთვის დამახასიათებელი იუმორით უპასუხა: საკუთარ თავში თუ რამე შესაცვლელი იყო და არ იყო, ყველაფერი შევცვალე ნაღვლის ბუშტის გარდა. ის ვარ ვიზეც ვოცნებობდი და ვისაც ვხატავდი მთელი ცხოვრება.







