რუსული პრესის ყურადღება ამჯერად მომღერალ ქეთა თოფურიასკენ არის მიმართული, რომელიც რამდენიმე დღის წინ მეორე შვილის დედა გახდა.
თოფურიას და მის დიპლომატ ქმარს, ლევ დენგოვს ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც ადამი დაარქვეს.
ქეთა თოფურია სამშობიარო ბლოკიდან გუშინ გაწერეს და მას კლინიკასთან ჩასაფრებული პაპარაცები დახვდნენ, რომლებმაც ახალნამშბიარევი ვარსკვლავი დააფიქსირეს.
სახლში ქეთას სიურპრიზი დაახვედრა ქმარმაც, თოფურიამ საკუთარ გამომწერებს შინ გადაღებული სთორები გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ ლევ დენგოვმა ამ დღისთვის უამრავი თაიგული შეიძინა.







