საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციაში ადასტურებენ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ლევან შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული გუნდის ახალგაზრდა შემტევი ჩრდ. მაკედონიასთან, ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფლეი-ოფის ფინალში „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს შეხვდება.






