53 წლის შინეიდ ო კონერი აგორაფობიით იტანჯება. ამის შესახებ, ის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.
შინეიდი, რომელმაც ისლამის მიღების შემდეგ შუჰადა დაირქვა, წერს, რომ ამის გამო მაღაზიაში წასვლასაც ვერ ახერხებს.
“წლები, თვეები და კვირები კარჩაკეტილად გავატარე ფიზიკური პარალიზების გამომწვევ გარემოში. ბოლო პერიოდი საჭმელსაც არ გავკარებივარ, რადგან ასე ცხოვრებამ აგორაფობი გამხადა და მაღაზიაში გასვლა არ შემიძლია”, – წერია პოსტში.






