Monday, April 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

სენსაციური რეცეპტი – ანტივირუსული წვნიანი ნივრითა და ქონდრით

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
November 27, 2020
in სიახლეები
0
სენსაციური რეცეპტი – ანტივირუსული წვნიანი ნივრითა და ქონდრით
669
SHARES
3.7k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ვირუსთან ბრძოლის ამ რთულ პერიოდში იმისთვის, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ, ბუნებრივი საშუალებების მიღება სუკეთესო გადაწვეტილებაა.

შეგვიძლია მარტივად მოსამზადებელი წვნიანებისა და კრემ-სუფების მოხარშვა. სასარგებლოა და იაფიც დაგვიჯდება.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

მზარეული და ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია ძველ მეგრულ რეცეპტს გვთავაზობს. წვნიანი სახელად “ტიბუ” ანტივირუსულია. ამდენად მისი ამ პერიოდში მომზადება ნამდვილად დროულია.

“სუსხიან, თოვლიან, ვირუსებიან დღეებში ეს წვნიანი სასწაულია. ვიდრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქები გაჩნდებოდა , ძველი მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ”, – ამბობს ესმა.

მისი თქმით, წვნიანის ინგრედიენტები მედიცინის ისტორიის ნაწილია – ნიორი, რომელიც ტუტენჰამონის საფლავში იპოვეს და ქონდარი, რომელიც ასევე უხუცესი სამკურნალო მცენარეა და სწორედ ქონდრით ამარცხებდნენ ჯერ კიდევ ძველი შუმერები სასტიკ ბაცილებს.

 

წვნიანი წამალი გაციებისა და ნაბახუსევის წინააღმდეგ ცნობილი ჟურნალისტისა და  შეფის, ესმა კუნჭულიასგან - მკურნალი.გე

“ტიბუ” მეგრულად „თბილს“ ნიშნავს და ეს წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ.

რეცეპტი (4 ულუფა): 1 ლიტრი წყალი აადუღეთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყეთ 2 სუფრის კოვზი გამხმარი ქონდარი, რამდენიმე კბილი ნიორი, წიწაკა, დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში 3-4 კოვზი მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში. კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს. დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი. მოურიეთ. ადუღებთ 10 წუთი. ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს.

„ტიბუს“ რეცეპტში მინი-კორექტივები შევიტანე:

ა) მჭადის ფქვილი წინასწარ მოვხალე – მიყვარს ეს გემო

ბ) ბოლოს დავამატე ცახეხილი შებოლილი სულგუნი;

გამომაცოცხლა, გადამარჩინა, აღმადგინა!

 

რა პროდუქტებით შევივსოთ D ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში - ესმა კუნჭულია  თავისი ჯანმრთელობის რეცეპტს გვიმხელს | Ambebi.GE

 

მიირთმევთ “ტიბუს” და მიირთმევთ ისტორიას:

1) ძველი ეგვიპტელები ქონდრით ბალზამებს ამზადებდნენ; 2) ძველი ბერძნები მხოლოდ ქონდრის ბუჩქებს წვავდნენ ტაძრებს მსხვერპლშეწირვებზე. 3) ძველი რომაელი მეომრები ბრძოლის წინ აუცილებლად წვებოდნენ ქონდრის აბაზანებში ან მიირთმევდნენ ქონდრის ჩაის. შუასაუკუნეებში ცოლები მეომარ ქმრებს თილისმას ატანდნენ, სადაც აუცილებლად ერია ქონდრის ფოთლები. ამბობდნენ, სჯეროდათ, სწამდათ, რომ ქონდარი მამაცობას მატებდა.
ქონდარი ეთერზეტების ბუდეა, ამოსახველებელი საშუალება, აწყნარებს ნერვებს, ებრძვის ნევროზებს… მხოლოდ საქართველოში 13 სახის ქონდარი ხარობსო, გვითხრა ცნობილმა ფიტოთერაპევტმა დათო ვაშაძემ. ნიორი კი ნამდვილი მხედარია ანთებების წინააღმდეგ ბრძოლებში… 1858 წელს ლუი პასტერმა პირველად, საფუძვლიანად აღწერა ნივრის ანტიბაქტერიული თვისებები.

 

წითელი ოსპის კრემ-სუპი (ვიდეო) – მედეას გემრიელი ბლოგი

ოსპი

ასევე შეგიძლიათ ოსპით მოამზადოთ სასარგებლო სუფები. ოსპი ვიტამინების ნაკრებია. შეიცავს ფოლიუმს, რკინას, კალციუს, კალიუმს… მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით. ოსპით თავისუფლად ჩაანაცვლებთ ხორცსა და პურს.

მოხარშულ ოსპს დაუმატებთ მოთუშულ ხახვს, ცოტა ქონდარს, პიტნას, ქინძს, ნიორს და დააბლენდერებთ.

მირთმევამდე მოაწურეთ ლიმონი.

 

ლიმონის მურაბა - მარაო.გე

ლიმონის მურაბა

“ტიბუს” შემდეგ ესმა ლიმონის მურაბას გვთავაზობს.

ესმა კუნჭულია: – ლიმონი ჩვენი ჯანმრთელობის უებარი წამალია… გრიპის, ვირუსის, გარესამყაროს ავი ზრახვების წინააღმდეგ – ცხელი ჩაი და ლიმონის მურაბა!!!

მასალა: 1 კგ ლიმონი, თხელკანიანი, 2 კგ შაქარი, 1 ჭ წყალი.
პროცესი: ლიმონს დანით გავაცალოთ კანი, ისევე როგორც ფორთოხალს ვაცლით. ფრთხილად დავყოთ ლებნებად . დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ნახევარი საათით, შემდეგ გადავწუროთ და უცებვე ცივ გამდინარე წყლში ჩავდგათ 4–5 წუთით. ესეც გადავწუროთ.
ლიმონის მურაბა იხარშება დაბალ ცეცხლზე , ქვაბს ქვემოთ აუცილებლად უნდა დავდოთ ცეცხლის გამანაწილებელი.
ჯერ იხარშება სიროფი – 2 კგ შაქრისა და 1 ჭ წყლისაგან, ცხელ სიროფში ფრთხილად ჩავყაროთ ლებნები და წამოდუღებიდან 5 წუთი იდუღოს.
მერე გავთიშოთ ცეცხლი და მთელი ღამე დავტოვოთ. დილით ისევ შევდგათ ცეცხლზე გამზადებამდე. ცხელი ჩავასხათ ქილებში.
გაფრთხილებთ – ეს მურაბა არის მაინც მჟავე და 1 კოვზი 1 ლებნით საკმარისია დიდ ჭიქა ცხელ ჩაიში;  ჩათვალეთ, წამალია – გრიპის წინააღმდეგ…

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved