ჟურნალისტი ხატია სიჭინავა კორონავირუსის გამო, დაწესებულ შეზღუდვებს მკაცრად აკრიტიკებს და თვლის, რომ ვირუსს შეგნებულად ავრცელებენ.
ცოტა ხნის წინ, მან პირად გვერდზე კიკეთში გადაღებული ვიდეო დადო, სადაც ჩანს ნისლი და თვითმფრინავის კვალი ცაზე, თუმცა ხატიას არ სჯერა, რომ ეს ნისლი და თვითმფრინავის კვამლია.
“არ ვიცი თქვენ ამას რას ეძახით, ამ გადახაზულ ცას… შეიძლება ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არის თვითმფრინავის კვალი, რომელიც არის სრულიად ცაზე… სწორედ ამ სიბინძურისგან და ნისლისმაგვარი ბინძური რაღაცისგან, ამ თვითმფრინავებისგან, სავარაუდოდ დაიწყება ახალი შტამის სიმპტომები.
გვეტყვიან, გულისრევა და თავის ტკივილი არის ახალი შტამის სიმპტომები, სინამდვილეში კი ექნება ამ ყველაფერს, რასაც თავზე გაყრიან დღედაღამე.
თქვენ რა თქმა უნდა არ შეიმჩნიოთ, მათ უსმინეთ” – ამბობს ვიდეოში ჟურნალისტი.
ხატიას პირად გვერდზე თანამოაზრეები გამოუჩნდნენ.
“მსოფლიოში მგონი ყველგან ფიქსირდება ნისლი, რაღაც დამთხვევაა, საბერძნეთი, იტალია, ზუსტად არ ვიცი”, “ვაიმე ვზივარ და ვგრძნობ საწამლავის სუნს ფანჯრიდან, როგორ შემოდის და ვიწამლებით. რეგიდრონი ვიყიდე ახლა”.












