მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში – “დილა უქმეებზე” თავის პორტრეტულ შტრიხებთან ერთად დედაზეც ისაუბრა. მხატვარს ეზოში დედის სახელზე ბროწეულის ხე დაუდგამს და როცა მისი მონატრება შემოაწვება, ესაუბრება…
ნიკუშა შენგელაია: – მიჭირს სოფიკოზე საუბარი. ძალიან მაკლია… სულ ჩემშია… თან გახსნილი და მეგობრული დედა იყო. ეზოში მის სახელზე ბროწეულის ხე დავრგე. გაიზარდა და ხანდახან მასთან ვურთიერთობ.







