დემნა გვასალიას ფანტაზიას საღვარი არ აქვს. ბავშვობაში შესრუტული ინსპირაციებით დღემდე იკვებება და მსოფლიო მოდის სამყაროსაც დროდადრო უმზეურებს.
“ბალესიაგას” შემოქმედებითი დირექტორის წინსაფარმა, რომელიც პოდიუმზე მამრ მოდელს გამოატანინა, ყველას ბავშვობის დროინდელი სამზარეულოს სუფრა გაგვახსენა და ტკბილი მოგონებები აღგვიძრა.
სუფრისგან შეკერილმა წინსაფარმა მწერალ თეონა დოლენჯაშვილის ყურადღებაც მიიპყრო. მწერალი, გვასალიას მოდის “ყვირილს”, ასე ეხმაურება.
“შენ რა გითხარი. დედაჩემის სოფელში, წიფლის ძირას, ქვის მაგიდაზე გვქონდა ზუსტად ეს “სტოლსაფარი”, ალბათ, ქარმა წეიღოო, – ბებიაჩემი მარგალიტა იძახდა და თურმე შენ წაგიღია.” – წერს თეონა “ფეისბუქზე”.










