Wednesday, April 15, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“სტუდენტობის დროს ბინას ვერ ვქირაობდი და მთელი დღე მშიერი ვიყავი” – ასმათ ტყაბლაძის რთული გზა

PRIMEAMBEBI.GE by PRIMEAMBEBI.GE
February 17, 2021
in Lifestyle, მთავარი ამბავი.., სიახლეები
0
“სტუდენტობის დროს ბინას ვერ ვქირაობდი და მთელი დღე მშიერი ვიყავი” – ასმათ ტყაბლაძის რთული გზა
177
SHARES
986
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

ასმათ ტყაბლაძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელმაც წლების წინ საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო.

დუშეთიდან ჩამოსული გოგონა თეატრალურ უნივერსიტეტში ერთადერთი სტიპენდიანტი სტუდენტი გახლდათ, რომელსაც თბილისში ბინის დასაქირავებელი ფულიც კი არ ჰქონდა, ამიტომ დედაქალაქში ყოველდღე მშობლიური რაიონიდან უწევდა სიარული.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

– ჩემი სტუდენტობის დროს იყო მომენტი, როცა ბინას ვერ ვქირაობდი, დუშეთიდან მოვდიოდი დილით და საღამოს ისევ სახლში ვბრუნდებოდი. მთელი დღე მშიერი ვიყავი, საჭმელი არ მქონდა ნაჭამი, მაგრამ სიტყვასაც კი არ ვამბობდი ამაზე. საღამოს რომ სახლში დავბრუნდებოდი, მაშინ ვჭამდი.

– გარდა პროფესიისა და ბიზნესისა, რა საქმეები შეგითავსებიათ?
– ინსტიტუტში სწავლის პარალელურად რეპეტიტორობას ვეღარ ვახერხებდი, რადგან ძალიან დაკავებული ვიყავი. მაშინ დავიწყე ქსოვა. შესვენების დროს ვქსოვდი ხოლმე და ვაბარებდი. ეს ჩემთვის შემოსავლის წყარო გახდა. იმავდროულად, სტიპენდიანტიც გავხდი. ინსტიტუტში მაშინ ერთადერთი სტიპენდია იყო – ლენინის და მე მქონდა. საუკეთესო სტუდენტი გახლდით – ამას თამამად ვამბობ. თან, კარგი ჩაცმა მიყვარდა და საკუთარი თავისთვისაც ვკერავდი და ვქსოვდი. ნიჭსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, უნიჭო ნამდვილად არ ვარ და თუ უნდა, შემედაოს ვინმე. საერთოდ, მჯერა, რომ გამორიცხულია, ადამიანს რამის კეთების უნარი არ ჰქონდეს. რომ გამჭირვებოდა, ბოლოს და ბოლოს, დამლაგებლად წავიდოდი. ამის ნამდვილად არ შემრცხვებოდა. არ წავიდნენ ექიმები თუ პედაგოგები, აქ რომ კუდი ყავარზე ჰქონდათ გადებული და არ მუშაობენ დამლაგებლად?! ეს სირცხვილი არაა, შრომა არსად არაა სირცხვილი. თუმცა, მე მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიშრომო, ვიდრე სხვაგან. თორემ მსოფლიო მაქვს მოვლილი და ყველგან შემეძლო დარჩენა. თანაც, როდის, 1977 წელს ვიყავი პირველად საფრანგეთში, 1972-ში – გერმანიაში, მაგრამ არსად მიფიქრია დარჩენაზე. იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს. შეიძლება, ყველას არ გამოსდის საქართველოში საქმის აწყობა, მაგრამ მთლად არაფერი რომ არ შეუძლიათ, ეს არ მესმის. მზარეულობა – არა, სახლის დალაგება – არა, ქსოვა და კერვა – არა? ჩემი სახლის სადარბაზოს ძალიან სიმპათიური ქალი ალაგებს. სულ სამ სადარბაზოს ალაგებს და თვეში 1 500 ლარამდე გამოიმუშავებს. მშიერი არაა და ქუჩაში ხელგაშლილი არ დგას. ისეთი ახალგაზრდა გოგო გამომიშვერს ხოლმე ხელს ქუჩაში დახმარების სათხოვნელად… ერთს ვუთხარი კიდეც, წამოდი ჩემს სახლში, დაალაგე და ფულს გამოიმუშავებ-მეთქი. არაო. მათხოვრობა ურჩევნია. ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ქალზე მაქვს საუბარი.

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved