ქართველი ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე საცხოვრებლად საქმროსთან გადავიდა. მისი საქმრო აკა სამხარაძეა, რომელთანაც მოდელს ერთი წელია სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს.
თამო აკა სამხარაძესთან საცხოვრებლად რამდენიმე დღის წინ გადავიდა და ამის შესახებ, საკუთარ youtube-არხზე განათავსა ინფორმაცია.
ვაშალომიძე და სამხარაძე ორ თვეში შვილს ელოდებიან, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ შეურჩევიათ.
მოდელმა საკუთარ გამომწერებს სადედამთილოც გააცნო, რომელიც პატარა სოფიას და სარძლოს სახლში შამპანურით დახვდა.





