თიკა ჯამბურია ყოფილ დედამთილს, ხათუნა ხოფერიას ფეისბუქზე უტვირთავს ფოტოს წარწერით – “პატალა პლინცეცა”. ფოტოს ქვემოთ არის ხათუნას კომენტარი, “თიკა საშინელ ფოტოებს მიღებს და გასაჯაროებით მემუქრება”.
როგორც ხათუნამ “პრაიმამბებს” გაუმხილა, აქვს შაქარი და წონაში საგრძნობლად დაიკლო. თიკა კი, რომელიც მასთან თავის შვილთან ერთად მიდის, ასე ეხუმრება ხოლმე.
ხათუნა ხოფერია: – შაქარმა ამიწია. სამი კვირაა ვმკურნალობ. ძალიან დავიკელი წონაში. ამ თემაზე ჩემი რძლები და მეგობრები შაყირობენ. 58 წლის ვარ და ჩემს ასაკში გახდომა ადვილი არ არის. თან წონა მაწუხებდა. 7 კილო დავიკელი. ფორმა რომ დავიბრუნე, უხარიათ კიდეც და თან ხუმრობენ. ასე ხუმრობა-ხუმრობაში გამაპრინცესეს.
თიკა გუშინ ფოტოაპარატით დამდევდა, მიღებდა და სიცილით ვკვდებოდით. ფოტო უნდა დავდო ფეისბუქზეო, თავი დამანებე, არ დადო-მეთქი. მოკლედ, ჩვენი ოჯახური ხუმრობებია.

თიკუნა 18 წლის იყო ჩემი რძალი რომ გახდა. 14 წლის ბექას შეყვარებული იყო. ჩემს ხელშია გაზრდილი. რეზიკოს პირველი ცოლიც ორ შვილთან ერთად ჩემთან ცხოვრობს. მანჩო 17 წლის იყო ჩემი რძალი რომ გახდა. ამდენად, ამ გოგოების ცხოვრებამ ჩემ ხელში გაიარა. მე გოგო არ მყავს და ეს გოგოები ძალიან მიყვარს. ეს ისეთი დამოკიდებულებებია, რომელშიც არავის არასდროს არ ვუთანხმდები. ისეთი კარგი შვილიშვილები გამიზარდეს, გოგოს დანაკლისი ნამდვილად აღარ მაქვს. ჩემები არიან.







