ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარინა ბერიძეს პასუხობს.
“გუშინ , ეკა მამალაძეს დაბადების დღე მივულოცეთ პირდაპირ ეთერში 🙂 ბოლოს ვიდეო გავუშვით , რომელიც მართლაც ჩვენს მიერ , ჩვენი გადაცემისთვის შეიქმნა და გადავიღეთ 🙂 თუმცა ამ დუეტის იდეის ავტორი და შემქმნელი ქალბატონი მარინა ბერიძე ყოფილა, რომელიც გამინაწყენდა რომ არ აღვნიშნეთ ეს ამბავი … მართალია თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო არ გამაბრაზო-ო ეთერიდან შემომითვალა …მიუხედავად საყვედურის ყოვლად მიუღებელი ფორმისა , ყოველ შემთხვევაში ჩემთვის …რა თქმა უნდა მაინც ბოდიშს ვუხდი, მას რომ ეს არ აღვნიშნე. არ ვიცოდი , თუ არ მახსოვდა , ამას მნიშვნელობა არ აქვს 🙂 იმდენჯერ გამორჩენიათ ხოლმე ჩემი თუ ჩემი გადაცემის აღნიშვნა , მაგრამ მესმის ზოგი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს… იქ მსხდომ ჩემს მეგობრებზე , ცხადია კომენტარს ვერ გავაკეთებ 🙂 არ მინდა უბრალოდ . ასე თქვეს, “გაღმელები” ხომ არ არიან და ეს როგორ შეეშალათო , აი, ეს რომელი ნაპირიდან იყო ნათქვამი, მართლა ვერ გავიგე. … რაც შეეხება “ინოლა”-ს ვინილს , სრულიად შესანიშნავ სიურპრიზს გიმზადებთ , საუკეთესო მუსიკოსების მონაწილეობით 🙂 მართლა წარმოუდგენელი სიამოვნება გელით წინ ❤️. ამ ვინილის შექმნის იდეა გიორგი ცაგარელს ეკუთვნის , თქვენ წარმოიდგინეთ და იმ მუსიკალურ პროექტამდეც უსმენდა ინოლას , საიდანაც თითქოს აღმოვაჩინეთ ყველამ ეს არაჩვეულებრივი ავტორ-შემსრულებელი 🙂 დედას ვფიცავარ , მეც მანამდე ვიცოდი :)))) გენიალურად გააორკესტრა , გენიოსმა ნიკოლოზ რაჭველმა … მოკლედ ყველაფერი წინ არის :)). “ პატარა ბიჭებსაც” გაგვიგია რაღაც და ვიღაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ 🙂”-წერს ბახვა ბრეგვაძე.











