Wednesday, May 13, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“თორნიკეს საქციელი არც გამკვირვებია. სხვის ნაშრომ-ნაწვალებს ჩემი შვილი არც აიღებდა” – რას გვიყვებიან “გლოვოს” გმირის მშობლები

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
January 11, 2021
in სიახლეები
0
“თორნიკეს საქციელი არც გამკვირვებია. სხვის ნაშრომ-ნაწვალებს ჩემი შვილი არც აიღებდა” – რას გვიყვებიან “გლოვოს” გმირის მშობლები
476
SHARES
2.6k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

რამდენიმე დღეა თორნიკე ნინიკაშვილი სულ სხვა რელობაში იღვიძებს. წელი იღბლიანად დაეწყო. გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ “გლოვოს” გმირი ყოველდღე ჯილდოვდება. სრულიად უცნობი ადამიანები ხან რითი ასაჩუქრებენ და ხან – რითი.

ჩვენ გმირს კარგი სიხლე აქვს – თებერვლიდან სწავლას გააგრძელებს და დასახულ მიზანს მიაღწევს.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

22 წლის თორნიკე ზესტაფონის რაიონის, სოფელი ალავერდიდან გახლავთ. ჰყავს ერთი გათხოვილი და.

“პრაიმამბები” შეეცადა გაერკვია, როგორი ბავშვი იყო თორნიკე და იყო თუ არა მისი საქციელი მოულოდნელობა მშობლებისთვის.

ნანა გვენეტაძე, დედა: – გაჭირვებულ 90-იან წლებში გაატარა ბავშვობა. ყველანაირი ცხოვრება გამოვცადეთ. ბუნებით ასეთი გაჩნდა. მეზობლები ხშირად ამბობდნენ, ისეთი უცნაური ბავშვია, მთელ სოფელს უყვარსო. ვინმეს გასაჭირს რომ გაიგებდა, ტიროდა, რატომ უჭირს ასეო, ეცოდებოდა და დახმარების სურვილი უჩნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც არ იყო დალხენილი ოჯახიდან. ბებიებზე გიჟდება, ისე უყვარს. კანფეტს რომ მოვუტანდი, გაიქცეოდა და მეზობლის ბებიებს მიუტანდა, ტკბილი გიყვარს, ჭამეო. თან ჩაეხუტებოდა.

საყვარელი ბავშვი იყო. მერიდება შვილის ქება, მაგრამ ასეთი იყო.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 2 ადამიანი, მათ შორის Tornike Ninikashvili, ხე, ბავშვი, ღია ცის ქვეშ და ბუნება

 

ტარიელ ნინიკაშვილი, მამა: – რომ დავტუქსავდი, მოირბენდა და ნახევარი წუთი ჩამეხუტებოდა, მერე გაიქცეოდა. ასე იქცეოდა მეგობრებთანაც. ჩხუბი თუ მოუვიდოდა ვინმესთან, გულნაკლული რომ არ დარჩენილიყო, იქვე ჩაეხუტებოდა და ისე წამოვიდოდა.

გულში წყენას არ იდებს. უბოროტო ბიჭია. ალბათ, დავაშავეო, იტყოდა და დაიხევდა უკან.

ახლა უკვირს, რა გავაკეთე ასეთიო. ადამიანურად მოიქეცი და იმის შედეგია ეს ყველაფერი-მეთქი, ვეუბნები.

ნანა: – ყველასთვის კარგი უნდა. გულს და სულს ამოიღებს და მისცემს სხვას. სიყვარულს სთესს.  უგებს და ემეგობრება ყველას. მეც ასეთი ვარ და ჩემი მეუღლეც. ტარიელი გაჭირვებულ ხალხს უსასყიდლოდ უწევს დახმარებას. ვისაც გადაუხურავი აქვს სახლი, უფასოდ უხურავს. სკოლა ისე გააკეთა, კაპიპი არ აუღია დირექტორისგან.

ტარიელი: – 90-იან წლებში გაპარტახებული რომ იყო სოფლის სკოლები და მერხი და სკამი რომ არ ჰქონდათ, მაშინ 200 ბავშვიან სკოლაში გავაკეთე მერხები და სკამები.

ნანა: – მე თორნიკესგან ეს საქციელი არ გამკვირვებია. ისეთი თვისებების ბიჭია, რომ ვინც იცნობს, გიჟდებიან ისე უყვართ თორნიკე. სულ სხვანაირი ბავშვიაო, ამბობს გარშემო ყველა. სხვის ნაშრომ-ნაწვალებს ჩემი შვილი არც აიღებდა.

მირეკავს და აჟიტირებული მიყვება, ხალხის ასეთ გამოხმაურებაზე, საჩუქრებზე… მრცხვენია ამდენი დახმარების მიღებაო. ან რა გავაკეთე ისეთი, ამ ყველაფრის ღირსი რომ გავხდიო?  რასაც მოითმენ, იმას მოიგებ და ღმერთი მოგცემს-მეთქი, ვეუბნები.

ყველას დიდი მადლობა ჩემი შვილის მიერ გაკეთებული სიკეთის დანახვისთვის, დასაჩუქრებისთვის და ასე დაფასებისთვის. აღფრთოვანებული ვარ. მადლობელი ვარ მთელი საქართველოსი.

ტარიელი: – ძველით ახალ წელს უნდა ჩამოსულიყო, გვინდოდა აქ ყოფილიყო, ერთად შევხვედროდით ახალ წელს. მაგრამ უტრანსპორტობის გამო ვერ ჩამოვა. ინტერნეტით ვიკლავთ ამის სურვილს.

ნანა: ვლოცავ მთელს ქვეყანას. ბედნიერი წელი ყველას.

“პრაიმამბები” თორნიკეს დაწყებითი კლასის პედაგოგსაც დაუკავშირდა.

ნინო ხომასურიძე: – პატიოსან, უბოროტო ოჯახში გაზრდილი ბავშვია. ალალ-მართალი მშობლები ჰყავს. ბავშვიც ლაღი და მართალი გაზარდეს.

ცელქი და მხიარული იყო, ალალი. მეგობარს არ უღალატებდა. რასაც ფიქრობდა, იმას ამბობდა. გვახალისებდა, სიტუაციას განმუხტავდა. მამამისს დაავალა სკოლის ეზოში ცაცხვის დარგვა. მერე ამ ცაცხვის ქვეშ ფოტოებს იღებდა. მხიარული და პოზიტიური ბიჭი იყო თავიდანვე.

მე მისი ეს საქციელი არ გამკირვებია. გვეამაყება თორნიკეს საქციელი, მისი ადამიანობა და მადლობელი ვართ, რომ ამდენმა ადამიანმა გამოიჩინეს გულისხმიერება მის მიმართ.

ღმერთმა გვიმრავლოს თორნიკესნაიტი ადამიანები.

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

რა ფოტო გამოუქვეყნა ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში

January 6, 2022
ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

ნინო დარასელმა მისი სახლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამოიცნო – „კაკაჩიას მასწავლებლის სახლად გაუსაღებიათ“

August 16, 2021
კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

კვლავ მექნება ოჯახი, მეყოლება შვილები… – გიორგი ვარდოსანიძე მეორე ცოლს დაშორდა

October 15, 2021

არ გამოტოვოთ

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში
სიახლეები

„მადლობა ჩემს ქმარს, გადამარჩინა“ – რა შეემთხვა ქეთა თოფურიას აეროპორტში

October 16, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი
მთავარი ამბავი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

November 26, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved