Sunday, April 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“თუკი რამ ძვირფასი და ანტიკვარი მქონდა, ყველაფერი გავყიდე” – საქორწინო კაბების ქართული ბრენდის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

თამარ ბოჭორიშვილი by თამარ ბოჭორიშვილი
December 22, 2020
in Lifestyle, კვირის TOP 5, სიახლეები
0
“თუკი რამ ძვირფასი და ანტიკვარი მქონდა, ყველაფერი გავყიდე” – საქორწინო კაბების ქართული ბრენდის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
323
SHARES
1.8k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

კორონავირუსის პანდემიის გამო, არაერთი ქორწილი ჩაიშალა და შესაბამისად, საქორწინო კაბების ბიზნესის მუშაობაც შეფერხდა.
კომპანია “მარიგოლდი” ქართულ ბაზარზე საქორწინო კაბების წამყვანი ბრენდია, თუმცა თითქმის ერთი წელია მისი მუშაობა შეფერხებულია და 11 წლის წინ, დაწყებული ბიზნესი დახურვის საფრთხის წინაშე დგას.
“პრაიმამბებს” “მარიგოლდის” ხელმძღვანელი თამარ ნადირაძე ესაუბრა.
– ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა პანდემიამ. ყოველთვის მეუბნებოდნენ, ბიზნესში რეპუტაცია უნდა გქონდეს და ეს რეპუტაცია იმუშავებს შენზე. მეც მთელი წლები სწორედ ამ რეპუტაციაზე ვზრუნავდი, იმ დონეზე, რომ საბოლოოდ უცხოურ ბაზარზე გავედით.
უცხოეთში ჩაკეტილია ბრენდის მაღაზიები, საქართველოში კი, კლიენტს მაღაზიას ვერ დაუკეტავ, ამიტომ ყოველთვის ჩამოდიოდნენ ჩვენთან, სადაც ვიაიპი მომსახურებას და დაბალ ფასს ვახვედრებდით.
დაკვეთები მქონდა დუბაიდან, ლონდონიდან, იტალიიდან და ზუსტად ამ დროს დაიწყო პანდემია.
თუმცა საქორწინო ბიზნესს პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ შეექმნა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური აქციები დაიწყო შარშან, უხოელმა კლიენტებმა პირველად მაშინ თქვეს უარი აქ ჩამოსვლაზე.
მესმის პანდემია, მაგრამ საქორწინო კაბის ჩაცმა აუკრძალეს გოგონებს. ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რესტორნებში ვრეკავდით, ვეუბნებოდით, 5-6 კაციანი სუფრა გვინდა, სადაც სიძე-პატარძალიც იქნება-მეთქი და ამას რომ გაიგებდნენ, უარს გვეუბნებოდნენ. იმავე რესტორანში, სხვა ნომრიდან 20 კაციან სუფრას გვიჯავშნიდნენ.


უცხოეთში ასეთი ტრადიციაა, არ იხდიან ხალხმრავალ ქორწილებს, ნეფე-დედოფალი საქორწინო სამოსს იცმევს და აწყობს ფოტოსესიას, სიმბოლურად აღნიშნავს ამ თარიღს. ქართული რეალობისთვის ეს ცოტა უჩვეულოა, მაგრამ კორონაპანდემიის დროს, ამის საშუალებას არც აძლევენ წყვილებს.
მე ბევრ ქვეყანაში შემეძლო კარიერის აწყობა, მაგრამ საქართველოს გარეშე არ შემიძლია. ერთხელ ვიყავი ერთი თვით ევროპაში შვილთან და “თბილისოს” როცა ჩავრთავდი, ცრემლი მომდიოდა.
– ახლა არანაირი შემოსავალი არ გაქვთ?
– ახლა არანაირი შემოსავალი აღარ გვაქვს. გადადეს ქონების გადასახადი, გასაგებია, მაგრამ იმედით მოდიხარ ადამიანი და ბევრი გადასახადია მაინც. ყველაფრის გარეშე დავრჩით. ადამიანი ყველაფერს ეგუება, მაგრამ პერსპექტივაც აღარ ჩანს.
გემოვნებაც უფასურდება ქორწილების აკრძალვით. ქორწილი ხომ ისტორიაა? შეჩერებული წამია, რომელიც მთელი ცხოვრება ჩერდება და აღარ ბრუნდება.
ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ იმ საუკუნეში, სადაც იმართებოდა წვეულებები? ერთადერთი დღე გვაქვს, ქორწილი. ამიტომ გადავწყვიტე, მინიმალურ ფასად გავაქირავოთ საქორწინო კაბები, რომელსაც პატარძლები ჩაიცვამენ და მათთვის მნიშვნელოვან დღეს ფირზე აღბეჭდავენ. ჩვენ მზად ვართ, ყველას დავეხმაროთ პრინცესა იყოს.
– საქორწინო კაბებისთვის შეძენილი ქსოვილებიც გამოუყენებელი დაგრჩათ ხო?
– ქსოვილები იმდენი მაქვს, ვერც კი წარმოიდგენთ. იმ კომპანიამ საიდანაც ჩამომაქვს ქსოვილები, მომწერეს, უცნაურია, საქართველოში ქორწილები საერთოდ რომ აიკრძალაო.
ერთ-ერთს ჩვენს პატარძალს სამჯერ გადაედო ქორწილი და ისე ცუდად გახდა, ძლივს გადავარჩინეთ.
– რამდენი წელია რაც “მარიგოლდი” შექმენით?
– აქ მარტო კედლები იყო და თუ არ მოგვეცემა მუშაობის საშუალება, მალე წყალში ჩაიყრება ამდენი წლის შრომა. სახლი მაქვს ჩადებული და ყველაფერი რაც გამაჩნია. წერეთლების და აბაშიძეების შთამომავალი ვარ, თუკი რამ ძვირფასი და ანტიკვარი მქონდა, ყველაფერი გავყიდე და ახლა გაურკვეველ ვითარებაში ვართ. ცუდ ზღვარზე მივდივართ და ყველაზე მეტად გულს მტკენს გემოვნების დაკარგვა. აქ მარტო მე არ ვარ, ჩემს უკან ათზე მეტი ადამიანია, რომელიც უსამსახუროდ დარჩა.
11 წელი ნაბიჯ-ნაბიჯ მოვუნდი საფეხურებზე ასვლას. მთელი საქართველო ხედავდა ჩვენს პროექტებს. ვერავინ იტყვის, რომ ამით გავმდიდრდდი, ან რამე შევიძინე.
მოვითხოვე, იქნებ სხვა საქმის კეთების საშუალება მოგვცეთ-მეთქი და მითხრეს, პროფილი შეიცვალეთო.
ეს საქმე უნდა გიყვარდეს და ხელფასის გამო არ უნდა იმუშავო კაბაზე.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved