Kenzo-ს მოდის სახლის დამაარსებელი, დიზაინერი კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The National ავრცელებს.
ტაკადა იაპონიაში დაიბადა, თუმცა 1964 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც დიზაინერის კარიერა დაიწყო.
ტაკადამ Kenzo-ს მოდის სახლი 1970 წელს დაარსა. 1999 წლის ბოლომდე ის ბრენდის კრეატიული დირექტორი იყო, თუმცა მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მოდის სახლს ამჟამად ფელიპე ოლივეირა ბაპტისტა უძღვება.






