“გთხოვთ, გემუდარებით, ყველამ წაიკითხეთ ფსალმუნები” – სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი თამუნა გომართელი.
როგორც ირკვევა, თამუნას მამა, ბადრი გომართელი, კოვიდთან რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. 7აგვისტოს კი ჟურნალისტი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ექიმ ლევან რატიანს მადლობას უხდიდა.
“თქვენ მე მშობლები მაჩუქეთ და სიტყვა არ მოიძებნება მადლობის სათქმელად. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუ გიყვარს უპირობოდ და მათ გარეშე ვერ წარმოგიდგენია სიცოცხლე…” – წერდა გომართელი ფეისბუქზე.
კლინიკაში მკურნალობდა ჟურნალისტის დედა, ნუნუკა კუპატაძეც, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა და სახლშია.







