შვეიცარიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი პიანისტის, თეა ჭკუასელის ცხოვრებაში სიახლეა. მისმა ვაჟმა, ამიკო კავკასიძემ ცოლი შეირთო და ეს ლამაზი დღე, აგვისტოს მიწურულს, ლონდონში, პატარა სუფრით აღნიშნა.
როგორც გავიგეთ, ქართველი ბანკირის რჩეული ბრიტანელი გოგონაა. ამიტომ აღინიშნა პატარა ქორწილი მის მშობლიურ ქალაქში.
“ძალიან წარმატებული, ლამაზი, ინგლისელი გოგოა,” – ასე ახასიათებს “პრაიმამბებთან” ოჯახის ახალ წევრს თეა ჭკუასელი.
როგორც თეასგან ვიგებთ, შვილიც და რძალიც ბანკირები არიან.









