დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს,“- წერს ტრამპი.
ისინი სავარაუდოდ პრეზიდენტის მრჩეველ ჰოუფ ჰიკსისგან დაინფიცირდნენ. ცოტა ხნის წინ, კორონავირუსი სწორედ დონალდ ტრამპის მრჩეველს დაუდასტურდა, რის გამოც დონალდ და მელანია ტრამპები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.






