მზიანი კურორტები აქტულურობას არც ზამთარში არ კარგავს, მითუმეტეს ახლა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის მთელი წელი კურორტებზე გამგზავრების გარეშე გავატარეთ.
მართალია ფრენები სრულად აღდგენილი არ არის და თითქმის მთელ მსოფლიოში ლოკდაუნია გამოცხადებული, თუმცა როცა ფინანსები ხელს გიწყობს და სურვილიც გაქვს, ვერანაირი შეზღუდვა ვერ შეაფერხებს, სადაც გინდა იქ დაისვენო.

პირველი არხის წამყვანი, უმშვენიერესი ნინუცა ორჯონიკიძე, რომელიც უმდიდრესი ქართული ოჯახის რძალია, ზამთრის ცივ დღეებს ბალიზე ატარებს.
ნინუცა დასასვენებლად მეგობართან ერთად არის და დროს შესანიშნავად ატარებს. ბევრ დროს ატარებს მზეზე, ირუჯება, ცურავს და სასიამოვნოდ ისვენებს.

დასვენების ამსახველ ფოტოებს ორჯონიკიძე აქტიურად ავრცელებს ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ზაფხულის ლოკდაუნის დროს, ნინუცა ორჯონიკიძე კარანტინის წესებს ზედმიწევნით კარგად იცავდა, ის ძირითად დროს სახლში ატარებდა და შვილის მეცადინეობით იყო გართული. ახლა კი როგორც ჩანს, ნაკლებად ეშინია.

ნინუცა ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა თუ მისი ახალი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ის აქტიურად ვარჯიშობს, შესაბამისად ულამაზესი მუცლის პრესი აქვს, რომელიც შეუმჩნეველი არც მის გამომწერებს დარჩათ.








