Sunday, April 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

უცნობი სახალისო ისტორიები თემურ წიკლაურზე

თამარ გონგაძე by თამარ გონგაძე
February 8, 2021
in სიახლეები
0
უცნობი სახალისო ისტორიები თემურ წიკლაურზე
940
SHARES
5.2k
VIEWS
გაზიარება Facebook-ზე

რვა დღე გავიდა თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან და მის გარშემო ინტერესი არ წყდება. ძალზედ პოპულარული არტისტის ცხოვრებიდან, უცნობ ისტორიებს კიდევ დიდ ხანს გავიგებთ.

ეს ორი სახალისო ამბავი მისმა მეგობარმა, ნუგზარ კვაშალმა “ტვ პირველის” ეთერში გაიხსენა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ნუგზარ კვაშალი: – მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, რაღაცნაირი იყო, დასამახსოვრებელი. ორგანიზმში რა ტკივილი ჰქონდა, არავინ იცოდა, არ გაჩვენებდა. დაძვრებოდა უცხოეთში ექიმებში. ფორმაში უნდოდა ყოფილიყო. ისეთ სიმღერებს მღეროდა, არ შეიძლებოდა, რომ ძალა არ ჰქონოდა. ის რომ მღეროდა, ჩვენ ვიღლებოდით და წარმოიდგინეთ, მას რა მოსდიოდა.

ბელგიაში ხშირად დავდიოდით. თემურს იქ მეგობარი ჰყავდა, ნოდარ თეთრუაშვილი, რომელსაც  ანტვერპენი იცნობს, როგორც ბიზნესმენს. ეს ამბავი ნოდარმა მომიყვა. ღამის სამ საათზე, რესტორანში, თემურს მისთვის, უთხოვია, ლილი სასტუმროში მივიყვანოთ, მერე ისევ გავაგრძელოთ ქეიფიო.  სასტუმრომდე 17 შუქნიშანი დავარღვიე, წითლებზე გავიარეო. ნასვამი ვიჯექი საჭესთამ იმ იმედით, რომ იმ დროს არავინ შეგვხვდებოდაო. და სასტუმროსთან, გზაჯვარედინზე, ოთხივე გზიდან პოლიცია მოგვადგაო. ანტვერპენში პოლიციის კი შეეშინდა ცოტა თემურსო. საქართველოში რომ გადმოდიოდა მანქანიდან, კი იცნობდნენ, თავისუფლად უშვებდნენ. მოკლედ, მისულა ავტოინსპექციის უფროსი და უცებ – ოუ, მისტერ ნოდარ! – ეუბნება თურმე.  თემურს გაკვირვებია. მოკლედ, ბელგიის ავტოისპექციის უფროსი და თემური, ნახევარ საათში, შალახოს ცეკვავდნენ ერთად.

ლათინურ ამერიკაში, კოლუმბიის პოლიციის უფროსს, სადღეგრძელოს თქმა ასწავლა. ვქეიფობთ. ჯემალი ადგება, სადღეგრძელოს იტყვის, დაჯდება. ჩვენც ასევე. გვერდითა სუფრიდან ორი კაცი და ერთი გოგო გვიყურებს, გაოცებული, რას დგებიან-ჯდებიანო? ჯემალმა გიტარაზე დაუკრა, თემურმა იმღერა. ისინი სულ გაგიჟდნენ. გამოგვიგზავნეს ცივი არაყი. აუ, ჩვენ მთელი დელეგაცია ვეწვიეთ იმ მაგიდას. ვინ ხართო? ჯემალმა აუხსნა. რატომ დგებით, ან რას ამბობთო? ეს სადღეგრძელოაო, აუხსნა თემურმა. მაგალითად, ჩვენი წასული, გარდაცვლილი მეგობრების სადღეგრძელო დავლიეთო… ის ახალგაზრდა ბიჭია და ვხედავთ, ცრემლები მოსდის, ნერვული “წიკები” ეწყბეა… ანუ მე შემიძლია, სუფრასთან ავდგე და ჩემი გარდაცვლილი ძმის შესანდობარი ვთქვაო? – გვეკითხება. აბა, რა, რას ქვიაო, ვეუბნებით. ეს კაცი გადავარდა! ქართველი ვარო! სუფრის მერე სად მიდიხართ ქართველებიო? – დაინტერესდა. მაშინ ფუნიკულიორზე ავდიოდით. ჩვენ გვაქვს ფუნიოკულიორიო? – იკითხა ამ ტიპმა და მოდი წავიდეთო. დაჯდა ნასვამი და თან “პროწივზე” წავიდა. წადი, ქართველი ხარო, თემური აქეზებდა. და ვინ აღმოჩნდა ეს ახალგაზრდა? კოლუმბიის პოლიციის უფროსი…

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

Related Posts

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

by Prime Ambebi
May 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

by Prime Ambebi
May 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

by Prime Ambebi
March 30, 2023
Load More

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

February 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved