ცნობილი ბრენდის Cartier-ის ქართველი სახე ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებოდა. პიანისტმა სოციალურ ქსელში ამ გრანდიოზული ღონისძიებიდან ფოტო გაავრცელა.
ხატია ბუნიათიშვილი მოდის ტენდენციებს არ ჩამორჩება და ის ცნობილია, ცნობილი ბრენდების სიყვარულითაც. ამის შესახებ პიანისტმა პატარა პოსტიც გამოაქვეყნა.

“ვენეციაში ჩემს კარტიეს ოჯახთან და მის გულთან – კირილე ვინერონთან ერთად.” – წერს ბუნიათიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, მის სტილსა და ჩაცმულობაზე ბარბარა ბაუმელმა იზრუნა, ხოლო ვარცხნილობასა და მაკიაჟზე – Armani Beauty-მ.
Cartier-ის სახეს კინოფესტივალზე რა თქმა უნდა, ამავე ბრენდის სამკაული ეკეთა – Cartier-ის ყელსაბამი.






