ორიოდ დღის წინ სოციალურ ქსელში გავრეცელდა თემურ წიკლაურის კადრები, სადაც ის სიმღერის დროს კორონავირუსს ახსენებს და სიმღერას გულსაკლავად ასრულებს – “როგორ არ მინდა ჩასვლა ვერ წარმოიდგენთ, ვერ წარმოიდგენთ…”
ვიდეოს მოჰყვა ვერსიების დაყრა – ალბათ, უკვე კორონავირუსი ჰქონდა შეყრილი, გული უგრძნობდა, რომ ეს ვირუსი შეიწირავდა, კლინიკაში გადაუღიათ ექიმებსო და ასე შემდეგ.
როგორც აღმოჩნდა, ვიდეო, გასული წლის 9 აპრილს, თემურის აგარაკზე, მისაქციელშია გადაღებული. ამის შესახებ განცხდებას მომღერლის მეგობარი, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.
ბესო ჩუბინიძე: – მინდა განვაცხადო, რომ ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ ტელევიზიებში გავრცელებული ვიდეო-ფაილი, რომელშიც თემო მღერის – არ მინდა ჩასვლა დედამიწიდანო, არ არის გადაღებული კლინიკაში, მით უმეტეს ავადმყოფობის დროს და მით უმეტეს ის არ გაურცელებია არცერთ ექიმს და ა.შ.
ტყუილია ყველაფერი, რასაც წერენ, რასაც გიჩვენებენ და ავრცელებენ…
ვიდეო გადაღებულია პირადად ჩემს მიერ 2020 წლის 9 აპრილს და ის ეკუთვნის ტელეკომპანია „ვარსკვლავებს“. გადაღებული გვაქვს თემოს აგარაკზე, სოფელ მისაქციელში თემოს და ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ ერთობლივი პროექტის – „ლაივკონცერტები მისაქციელის მცირე საკონცერტო დარბაზიდან“ ფარგლებში.
მსგავსი სახის ლაივკონცერტი მე და თემომ სამჯერ გავაკეთეთ ასიათასობით მაყურებლისთვის – 9 აპრილს, 26 მაისს და 5 ივლისს…
თემურ წიკლაურის ამ ვიდეოკადრების სანახავად გადადით ბმულზე…







