რამდენიმე დღის წინ ნინი შერმადინს დედა კოვიდ-19-ით გარდაეცვალა. ნინი ამერიკაშია და ის ვერც დედის დაკრძალვას დაესწრო. მომღერალი “ფეისბუქის” მეშვეობით მადლობას უხდის ყველას თანადგომისა და გვერდში დგომისთვის.
“ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემი ტკივილი გაიზიარეთ. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და გაშოროთ ყველანაირი განსაცდელი!
გავუძლებ ისევ ამათ მოსაგონებლად, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც მათ უნდოდათ! ისევ მათთვისვე გავიღიმებ და გავაგრძელებ მხრებში გაშლილი სიარულს, თუმცა ფრთების გარეშე. ყველას მინდა მოგეფეროთ და გითხრათ, სიკეთით გადამეხდოს თქვენი თანადგომა.
ყველა მახსოვს, ვინც იყავით, დამირეკეთ მომწერეთ. ვინც არ მომისამძიმრა, ისინიც მახსოვს. ამ დროს ყველაზე მეტად გჭირდება თურმე სიტყვები, თუმცა უძლური, მაგრამ მაინც იმედია. იმედია, რომ მარტო არ ხარ! ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემი ფაფუკი დედიკო და კეთილი ნოდო გეტკინათ და გიყვარდათ! მეც მიყვარხართ! ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას! სიკეთით სავსე წელი გქონოდეს! ამინ” – წერს ნინი სოციალურ ქსელში.








